დღეს რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი განახლდა

დღეს რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი განახლდა. მუშაობა განაახლა ბაღების 21-მა ფილიალმა.

წელს პირველად დაიწყო სწავლის პროცესი ევროსტანდარტების შესაბამის ნომერ 44 ბაღში, სადაც აღსაზრდელებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ბაღებში სააღმზრდელო პროცესი კოვიდრეგულაციების დაცვით წარიმართება.

შეგახსენებთ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალში, გარდა პირველი და მერვე ბაღისა.