რუსთავში ველომსვლელობა “ჯინსების თაობა“ გაიმართა

ველომოყვარულთა კლუბის ორგანიზებით და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით დღეს  16 საათზე  რუსთავში ველომსვლელობა “ჯინსების თაობა“ გაიმართა.

მსვლელობა რუსთავის შემოსასვლელიდან დაიწყო და  თეატრის მიმდებარე სკვერთან დასრულდა.

მსვლელობის ბოლოს გაიმართა გათამაშება, სადაც გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.