სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა

„დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება. შემოსულია 19 განცხადება. პროცედურა მიდის ღიად, გამჭვირვალედ, ობიექტურად და ახლა უკვე დაველოდებით შეფასებებს.  ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ შესაძლო კანდიდატებიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ შვიდი კანდიდატი, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა სია წარადგინა. მისი განცხადებით, შემფასებელთა ჯგუფი  13 ოქტომბრამდე  წარადგენს კანდიდატების  შეფასებას, იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც  რეგლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაშია გაწერილი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობის ფრაქცია დასახელებამდე  პროცესში   მონაწილეობას არ მიიღებს  და მას შემდეგ, რაც მინიმუმ 7 კანდიდატი დასახელდება, განაცხადებს თუ ვის  ექნება მისი მხარდაჭერა წარდგენილი კანდიდატებიდან.

ჩვენ ეს გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პროცედურა მიდის ძალიან გამჭვირვალედ, ღიად, ობიექტურად და ახლა უკვე დაველოდებით შეფასებებს და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ შესძლო კანდიდატებიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ შვიდი, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი’,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.