ქვემო ქართლში აგრო მიმართულებით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კოორდინაციით ქვემო ქართლში აგრო მიმართულებით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კოორდინაციით, სოფლის განვითარების სააგენტო სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამას იწყებს.

პროგრამის ფარგლებში მოეწყობა სასათბურე მეურნეობები. შერჩეული ბენეფიციარები გადამზადდებიან, პრაქტიკულ ტრენინგებს გაივლიან და როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ.

პროექტის მიზანი ეკონომიკურად არააქტიური ქალების საზოგადოებაში ინტეგრაციაა.

შეხვედრას გიორგი დოხტურიშვილი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანთან ერთად დაესწრო.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი კაორი იშიკავა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი ესწრებოდა.