ავარიას იმერეთში 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, სამტრედიის საგზაო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიისას, მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ოთხი ადამიანიდან, ორი დაიღუპა.

დაღუპულთაგან ერთი სასულიერო პირია, მეორე კი, 8 წლის ბავშვი.

ორი ადამიანი, მოზარდი და ტრაილერის მძღოლი სამტრედიის “ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკაში არიან გადაყვანილები.