ბოლო 10 წლის მანძილზე სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, უმრავლესობის აზრით, ბოლო 10 წლის მანძილზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია.

გამოკითხულთა 36% ამბობს, რომ ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, 43% ამბობს, რომ კორუფციის მიმართულებით, კრიმინალის მიმართულებით 57%, სიღარიბე – 67%, ტერიტორიული მთლიანობა – 52%.

ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ხელმისაწვდომ ჯანდაცვასთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდა.

კვლევაში, განათლების დაბალი ხარისხი და ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები მთავარ გამოწვევებად დასახელდა. წამლების საფასური მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა:

ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.