გარდაბანში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფუად მირზოევი ადგილზე გაეცნო.
საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, რეფორმით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და გაუწიეს სამართლებრივი კონსულტაცია.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და დაარეგისტრირებს კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და შექმნის მონაცემთა ერთიან ბაზას.
მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულიად უფასოა.