გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მერის მოადგილემ, ვახტანგ გაგუამ, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან ხმალაძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს გარდაბნის მუნიციპალირტეტში მოქმედი საპროექტო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მერს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე განხილულ იქნა პროექტების მიმდინარეობისას წამოჭრილი პრობლემები და იმსჯელეს მათ აღმოფხვრაზე.