გოგი მეშველიანი: მსურს სასიხარულო ამბავი გაცნობოთ

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და მოსახლეობას სასიხარულო ამბავს ამცნობს, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ ბოლნისში  კანალიზაციის პროექტი გაგრძელდება.

„მსურს სასიხარულო  ამბავი გაცნობოთ

ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობა უმოკლეს დროში გაგრძელდება.

მოხარული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის შექმნილი დისკომფორტის აღმოფხვრას. „- წერს მეშველიანი

მარნეულის წყლისა და წყალარინების, ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულებები გაფორმდა

პროექტს  საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია  განახორციელებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, გუგა კაკაბაძემ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა: ‘’China Geo – Engineering Corporation’’ (CGC) -ის რეგიონალურმა დირექტორმა, ჩენგჟოუ ჰემ და ‘’POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei’’-ის  ფინანსურმა მენეჯერმა, გიუნი ბელტირიმ მოაწერეს.

მშენებლობა 6 დამოუკიდებელ პროექტად განხორციელდება.  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სისტემების მშენებლობა  ეტაპობრივად, 15  თვეში უნდა დაასრულონ.

პროექტს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 47,003,251 აშშ დოლარი მოხმარდება.