„ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს 09:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშენებელთა, მარის არხის, წერეთლის, ფიროსმანის, ცემენტის ქარხნის და მიმდებარე ტერიტორიაზე;

5 სექტემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ბოლნისი, ვანათი, ხატისოფელი, ნახიდური, კუდრო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.