რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ეფ-ეს-ბე) თანამშრომლებმა ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნტთან 10-მდე ადამიანი დააკავა. BAZA-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან პოლიციელები და ტაქსის მძღოლები.
არსებული ინფორმაციით, დაკავების საფუძველი გახდა მოლაპარაკება ტაქსის მძღოლებსა და სამართალდამცველებს შორის – საზღვრის კვეთის მსურველები ამბობდნენ, რომ მათგან ქრთამს ითხოვდნენ.









