კომპანია ,,რუსთავის წყალი” განცხადებას ავრცელებს

 კომპანია ,,რუსთავის წყალი” განცხადებას ავრცელებს.
დღეს, 20 სექტემბერს, კომპანია “რუსთავის წყალი” ხრამის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები დღეს, 18:00 საათიდან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 20 სექტემბერს, 18:00 საათიდან 21 სექტემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.
( მე-11, მე-12, მე-14-21 მიკრორაიონებს, ფალიაშვილის მეგობრობის ქ. N29-47, მეგობრობის 1-ელ და მე-2 გასასვლელს, ლეონიძის, მესხიშვილის ქუჩას, მესხიშვილის გასასვლელებს და ჩიხებს, შარტავას, ტაშკენტის, მოდებაძის, სანაპიროს, ალუბლების, ქუჩიშვილის, ღლონტის, აღმაშენებლის, კიკვიძის ბარნოვის, ბერიტაშვილის, ბელიაშვილის, გიორგაძის, ჯავახიშვილის, გოგოლის, ტ. გრანელის, კახეთის, მაზნიაშვილის, მცხეთის, ნეკროსოვის, რჩეულიშვილის, სამგორის, სამშვილდის, ტოლსტოის, ზედგენიძის, ჩაპაევის და ჩეხოვის ქუჩებს.
კომპანია „რუსთავის წყალი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.