საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დროს მიმოიხილეს რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი სხვადასხვა მიმართულების პროექტები, მათ შორის საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ პროექტს „განახლებული რეგიონები“ და “სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.









