ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა და უნალექო ამინდი კვლავ ნარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 3 სექტემბრის ჩათვლით ტემპერატურა 39-41 გრადუსს მიაღწევს.
4 სექტემბრიდან კი, დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია წვიმა, ტემპერატურა კი 30 გრადუსამდე დაიკლებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ნალექიანი ამინდები 5 სექტემბრიდან არის ნავარაუდები.