რუსთავის მეტალურგიული საწარმო “რუსელოისის” თანამშრომლები გაიფიცნენ

რუსთავის მეტალურგიული საწარმო “რუსელოისის” თანამშრომლები ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ.

როგორც ცნობილია,  საწარმო ამ ეტაპზე შეჩერებულია. დასაქმებულები მუშაობას არ გააგრძელებენ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი მოთხოვნების  დაკმაყოფილების რესურსი არ აქვთ  ვინაიდან საწარმო კრიზისულ პერიოდშია და ზარალზე მუშაობს.