დღეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში რუსთავის წყალმომარაგების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელეს.
შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და კომპანია ,,რუსთავის წყალის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიამ იმსჯელა წარმოდგენილ ინფრომაციაზე და პოზიციებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება: კომპანია ,,რუსთავის წყალი” სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდა 50 000 ლარით, ასევე კოპანიამ 2022 წლის 19 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს დეტალური გეგმა- გრაფიკი წყვეტების შემცირების მიზნით და 2023 წლის 31 დეკემბრამდე გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყევტილება დღეიდან შევიდა ძალაში.