რუსთავში კორპუსიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მე-4 სართულიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა. ახალგაზრდა გოგო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თავდაპირველად კლინიკა “რუსთავში” შეიყვანა, საიდანაც შემდეგ ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში ამბობენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, დინამიკაში გაუმჯობესებულია.