რუსთავში, 50 წლამდე ქალი სიმაღლიდან ჩამოვარდა. #15 საჯარო სკოლაში, მესამე სართულზე ფანჯრის მინას წმენდდა, რა დროსაც, ფეხი აუცურდა და ჩამოვარდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანა. მას ოპერაცია ჩაუტარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ქალი აღნიშნულ სკოლაში დასუფთავების სამსახურში მუშაობს.