საფეხბურთო კლუბმა “რუსთავი” თბილისის “ვარკეთილი” დაამარცხა.
თამაში თბილისის მარკანას სტადიონზე გაიმართა, სადაც რუსთავმა მასპინძელ გუნდს 3:2 ანგარიშით მოუგო.
რუსთაველთა რიგებიდან გოლები გულვერდ თომაშვილმა, ზაურ სიჭინავამ და ბექა ქეცბაიამ გაიტანეს.
ქალაქის საფეხბურთო კლუბი დავით ყიფიანის სახელობის თასის მომდევნო ეტაპზე შეეცდება გამარჯვებას.