საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელშია. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპელ პარტნიორებთან ისაუბრებს იმ პროგრესსა და რეფორმებზე, რომელზედაც მთავრობა მუშაობს, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესსა და უკრაინის ომთან დაკავშირებით რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

ეს არის პირველი სხდომა, რომელიც იმართება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ; შესაბამისად, ამ სხდომას და ამ დისკუსიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და ამ კონტექსტში საუბარი იქნება ინ ნაბიჯებზე და იმ ურთიერთობებზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ დავაშენოთ და განვითარდეს საქართველო-ევროკავშირს შორის, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შესახებ განაცხადა.

მახარობლიშვილის თქმით, ეს არის ყველაზე მაღალი ფორმატი, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით.

„დღეს ბრიუსელში იმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. ეს არის ის ფორმატი, რომელიც არის ყველაზე მაღალი ფორმატი, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით; შესაბამისად, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სხდომის ფარგლებში ორივე მხარეს შესაძლებლობა ექნება, მიმოიხილოს და ისაუბროს საქართველო-ევროკავშირს შორის აქტუალურ ყველა თემასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საუბარი იქნება პოლიტიკურ დიალოგზე, იმ დინამიკაზე, რაც საქართველო-ევროკავშირს შორის არსებობს.

მოგეხსენებათ, რომ ეს არის პირველი სხდომა, რომელიც იმართება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ; შესაბამისად, ამ სხდომას და ამ დისკუსიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და ამ კონტექსტში საუბარი იქნება ინ ნაბიჯებზე და იმ ურთიერთობებზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ დავაშენოთ და განვითარდეს საქართველო-ევროკავშირს შორის, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.