საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას ახალი ელჩი ჰყავს.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში მუშაობის დაწყებამდე, ელჩი ჰერჩინსკი ბრიუსელში ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო ქმედებათა სამ­სა­ხუ­რის ერ­თი­ა­ნი უსაფრთხო­ე­ბისა და თავ­დაც­ვის პო­ლი­ტი­კი­ს და კრი­ზი­სებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის დი­რექ­ტო­რატს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მა­ნამ­დე მას ბრიუსელში პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში პო­ლო­ნე­თის ელ­ჩის,  ნიუ-იორკში გაეროში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თა­ნამ­დე­ბო­ბები ეკა­ვა.

,,გამარჯობა საქართველო!

ძვირფასო მეგობრებო!

საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობა არის. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა.”  – აღნიშნულია ელჩის მიმართვაში.