სეს-მა ქვემო ქართლში 187 ობიექტის სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგვისტოს თვეში ქვემო ქართლის მასშტაბით 187 ობიექტი შეამოწმა.

ბიზნეს ოპერატორებთან ჩატარებული კონტროლიდან 92 გეგმიური ინსპექტირება იყო. რეგიონში 49 სურსანით ნიმუში იქნა აღებული.

რაც შეეხება რუსთავს, სახელმწიფო კონტროლი 80 ობიექტს ჩაუტარდა. ჩატარებული კვლევების თანახმად ვადაგასული პროდუქტის წარმოებისა და არასწორი ეტიკეტირების გამო ქალაქში სამი ობიექტი დაჯარიმდა.