ტაშკენტის ქუჩაზე დღეიდან ორი კვირით მოძრაობა შეიზღუდება

ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოძრაობა დღეიდან ორი კვირით შეიზღუდება ტაშკენტის ქუჩაზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ავრცელებს. N 6 მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს შეცვლილი მარშრუტით შემდეგი მიმართულებით:

რკ.სადგური>რუსთაველის ქუჩა>კოსტავას გამზირი>თავგორაშვილის ქუჩა>სანაპიროს ქუჩა>აღმაშენებლის გამზირი>მოდებაძის ქუჩა>ჩერკასკის ქუჩა>შარტავას გამზირი>ქუთაისის მოედანი>შარტავას გამზირი> ჩერკასკის ქუჩა>ლეონიძის ქუჩა>მე12 მკ/რ>აღმაშენებლის გამზირი>სანაპიროს ქუჩა>თავგორაშვილის ქუჩა>მეგობრობის გამზირი>კოსტავას გამზირი>ფიროსმანის ქუჩა>გაგარინის ქუჩა>კოსტავას გამზირი>რუსთაველის ქუჩა>რკ.სადგური.