ქვემო ქართლს მსოფლიო ჩემპიონები ჰყავს!
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანთა შორის დასრულდა.
მსოფლიო ჩემპიონები: დავით ლორიაშვილი, ზაზა დავაძე და სანდრო იაკობაშვილი,
ვერცხლის მედალოსანი – ვასილ ბერუაშვილი,
ბრინჯაოს მედალოსანი – გეგი თამლიანი.
მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს და მსოფლიო ჩემპიონატის პირველი, მეორე და მესამე ადგილები ქვემო ქართლის რეგიონის სპორტსმენებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაინაწილეს.
,,ვულოცავ სრულიად საქართველოს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებას. საქართველოს მასშტაბით 8 მსოფლიო ჩემპიონი გვყავს.
ეს გამარჯვება ჩემთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, რადგან სპორტსმენები სწორედ ქვემო ქართლის რეგიონიდან წარსდგნენ ჩემპიონატზე, სამმა მათგანმა მსოფლიო ჩემპიონობა ხოლო დანარჩენებმა ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
მეამაყება, რომ პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ჩემპიონატზე ბიჭებმა დამსახურებული და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს და მშობლიურ მხარეში ოქროს, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლებით დაგვიბრუნდნენ“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.