შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის გათვალისწინებით, დამუქებული მინების ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის 500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. კანონპროექტით, აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, იზრდება ჯარიმა და სანქციის ოდენობა იქნება – 1 000 ლარი.
აღნიშნული ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო განმეორება, რომელიც ითვალისწინებდა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდას, აღარ იქნება გათვალისწინებული და აღნიშნულისთვისაც ჯარიმა – 1 000 ლარის ოდენობის იქნება.
სანქცია წესდება ასევე მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას – 700 ლარის ოდენობით. ასევე ცვლილებებით, 250 ლარიდან 300 ლარამდე იზრდება ჯარიმა არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის.