,,რუსელოისი” – საწარმო რომელიც გვკლავს

შპს ,,რუსელოისი” საწარმო,რომელიც რუსთავში 2015 წლიდან ფუნქციონირებს წლების განმავლობაში არღვევს ჰაერდაცვით მოთხოვნებს და არაერთი ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევები ჯერ კიდევ არ არის გამოსწორებული.

ამ წლის განმავლობაში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს საწარმო მხოლოდ ერთხელ ჰყავს დაჯარიმებული და ამის მიუხედავად ფუნქციონირებას კვლავ დარღვევებით განაგრძობს და მტვერი ხშირად რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსშიც კი ვრცელდება. სამწუხაროდ საწარმოს დღემდე არ აქვს თვითმონიტორინგის სისტემა. ამ დროისთვის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები საწარმოში არსებული მდგომარეობის ინსპექტირებას ახორციელებს.

https://bit.ly/3BJodTa

მძიმე ეკოლოგიური პირობები ბავშვის გონებრივ განვითარებაზე უარყოფითად აისახება,ჩასუნთქული დაბინძურებული ნაწილაკები აავადებენ კრიტიკულად მნიშვნელოვან ორგანოებს,დაბინძურებული ნაწილაკები განსაკუთრებულ ზიანს აყენებენ ტვინის უჯრედებს,ასევე იწვევს სხვადსხვა დაავადებებს როგორიცაა ინსულტი ,ფილტვის კიბო და ა.შ…

https://bit.ly/3dVLObf

TV4-ის გუნდი წლებია მუშაობს ამ საკითხზე.

რუსელოისი ერთ-ერთი მკვლელი ქარხანაა,რუსთავი კი ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ქალაქი !

https://bit.ly/3SD80Wr