16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს 11:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფელ შახმარლოში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში რჩეულიშვილის, ტოლსტოის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში არხოტი, პატარა ნამტვრიანი, შეხვეტილა, ჯვრისხევი და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი, ფოცხვერიანი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სარალი, შულავერი, აგარაკი, მარეთი და მიმდებარე სოფლებში;

15:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში საცხენისი, მარტყოფი, სართიჭალა, თელეთი, ნასაგური და მიმდებარე სოფელბში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.