2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში პატარა ლილო, დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა, ნორიო, ქვიშიანი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში;

11:15-დან 19:00საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ალექსეევკა, ირაგა,ჯვარა, ჭივჭავი, ივანოვკა და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 13:30საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი,ილმაზლო, ამბაროვკა, ღვინის ქარხანა, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე,ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.