20 სექტემბრიდან ,,თეთრი ქუდი” კომპოსტირებას შეწყვეტს

ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი დღეს ქალაქის შემოსასვლელში არსებულ სოკოს საწარმოს ,,თეთრი ქუდის” მენეჯმენტს შეხვდნენ.

,,თეთრი ქუდი” სოკოს მწარმოებელი კომპანიაა, რომლის საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი უსიამოვნო სუნიც, რუსთაველებს წლების განმავლობაში უქმნის დისკომფორტს.

უსიამოვნო სუნს განაპირობებს კომპოსტი, რომელიც 9 დღის განმავლობაში იხარშება,რაც გამოყოს დიდი რაოდენობით ორთქლს და ქალაქში იწვევს უსიამოვნო სუნს.

პრობლემა, რომელიც რუსთაველ მოსახლეობას 2019 წლიდან აწუხებს მიმდინარე წლის 20 სექტემბერს გადაიჭრება.

უნდა აღინიშნოს, რომ საწარმო სოკოს წარმოებას ჩვეულ რეჯიმში განაგრძობს თუმცა შეწყვეტს კომპოსტირებას და აღნიშნულ პროცესს დაუდგენელ ლოკაციაზე უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ სოკოს საწარმო ,,თეთრი ქუდი” რუსთავის შემოსავლელში 2016 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა უსიამოვნო სუნი ქალქს 2019 წლიდან აწუხებს.