21 სექტემბერს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 სექტემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, წალასყური, თელეთი, ახალწყალი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იაკუბლო, სოგუთლო, განთიადი, ვარდისუბანი, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.