28 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 სექტემბერს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, კაპანახჩი, წითელი ხიდი, ქუთლიარი, ქესალო და მიმდებარე სოფელბში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, ქუთაისის, ლესელიძის, 21-მიკრორაიონის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში თამარისი, ცურტავი, ქოლაგირი, ახალი დიოკნისი, ალავარი და მიმდებარე სიფლებში;

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, ვაზიანი, მარტყოფი, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.