სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნას, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაციის კამპანიით უერთდება.
რუსთავსა და რეგიონებში,სხვადასხვა ლოკაციაზე, ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 28 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. რუსთავში თქვენი ოთხფეხა მეგობრის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელია ფალიაშვილის ქუჩაზე, “ახალგაზრდული პარკის” მიმდებარე ტერიტორიაზე.
ასევე რეგიონებში შემდეგ მისამართებზე:
გარდაბანი – აღმაშენებლის №73ა;
მარნეული – სოფ .ჯანდარა;
ბოლნისი – სულხან-საბას №6;
თეთრიწყარო – ფარნავაზის №25;
წალკა – კოსტავას №9;
დმანისი – 9 აპრილის №15.
აცერით თქვენი ოთხფეხა მეგობრები, დაიცავით როგორც მათი, ასევე თქვენი და გარშემომყოფების სიცოცხლე და ჯანმრთელობა!









