30 სექტემბერს ,,ბოლნისქალაქობა 2022’’ გაიმართება

ორწლიანი პაუზის შემდეგ, 30 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული  „ბოლნისქალაქობა 2022“ გაიმართება.

ღონისძიებები 15:00 საათიდან დაიწყება ძველ გერმანულ უბანში. სტუმრებს საბავშვო სივრცე, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა,მუნიციპალური თეატრის ასევე ბოლნისის კულტურის ცენტრისა და მოქმედი სკოლების შემოქმედებითი კოლექტივების აქტივობები დახვდებათ.

19:00 საათზე კი გაიმართება გალა-კონცერტი,რომელშიც მონაწილეობას ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ლევან დეისაძის ბენდი და სპეციალური მოწვევით ნიკოლოზ ქაჯაია მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. სახალხო დღესასწაული კი გრანდიოზული ფოიერვერკითა და დიჯეის სეტით დასრულდება.