7 სექტემბერს საერთაშორისო დღე „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“ აღინიშნება

7 სექტემბერს საერთაშორისო დღეს „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“ აღინიშნება.

,,ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა:

• ეროვნული კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში.

• ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება ხორციელდება ევროპული სტანდარტებით.

• დამტკიცდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის მოწყობას ევროპული მიდგომების შესაბამისად.” – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცე;ლებულ განცხადებაში

თუმცა შეგახსენებთ  კანონის ამოქმედებიდან  წელიწადი და სამი თვის შემდეგაც სამრეწველო საწარმოების უმრავლესობა კანონის მოთხოვნებს ისევ ვერ აკმაყოფილებს.

ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევის გამო, მხოლოდ რუსთავში 17 საწარმოა რეგულაციების შეუსრულებლობისთვის დაჯარიმებული.

როგორც ცნობილია დღეის მდგომარეობით, სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვის შედეგად 59 ობიექტის მიმართ დაკისრებულია ადმინისტრაციული სახდელები, 3 საქმე კი განხილვის პროცესშია.