გიორგი დოხტურიშვილი სოფელ დისველში მცხოვრებ ადგილობრივ მოასახლეობას შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც პრიორიტეტულია თითოეული ოჯახისთვის. გიორგი დოხტურიშვილმა მოსახლეობას თანადგომა გამოუცხადა და შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობას დაპირდა.
” სოფელ დისველის მოსახლეობას ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად შევხვდი და ადგილობრივი მოსახლეობისგან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოვისმინე. მერთან ერთად გავეცანი მათ საჭიროებებს, კერძოდ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს და მოსახლეობის მოსაზრებები მოვისმინე” – ქვემო ქართლში სახემლმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი
მოსახლეობასთან შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის დირექტორი დავით კიკოლაიშვილი და გაერთიანებულის წყალმომარგების ბოლნისის სერვისცენტრის დირექტორი გია ყიფიანი ესწრებოდნენ.









