„ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად დღეს დაიწყება

პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი მასპინძლობს. „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად დღეს დაიწყება.

ა ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ ჩატარდება. საქართველოს ნაკრები დღეს პირველ შეხვედრას ბელგიის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.