ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისში, სოფელ მუშევანის მოსახლეობა საპროტესტო პეტიციის გავრცელების მიზნით შეიკრიბა.
როგორც ცნობილია, სოფელ მუშევათან ახლოს (800 მეტრში) RMG Gold-ის მიერ სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება იგეგმება, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ.
აქცია ბოლნისში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.