ბაჩანა ცხადაძე სტუდენტებს შეხვდა

სტუდენტური სტაჟირების პროგრამის ფარგლებში დღეს სტუდენტებს საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” დირექტორი ბაჩანა ცხადაძე შეხვდა.

მან სტუდენტებს საფეხბურთო კლუბის სამომავლო გეგმები გააცნო და შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებთან ერთად  განახლებული ინფრასტრუქტურა მოინახულა.