ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ახალგაზრდა ფეხბურთელის ლევან უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ,,უგას თასის“ ფინალი გაიმართა.
ორწლიანი პაუზის შემდეგ, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ტურნირი მინი ფეხბურთში „უგას თასი“ მოეწყო. „უგას თასის“ დასკვნით მატჩში ერთმანეთს გუნდები „ძველი სკოლა“ და კაზრეთის „კაზრეთი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული ორი ტაიმის შემდეგ, გამარჯვება გუნდს „ძველი სკოლა“ ერგო.
ფინალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ჩემპიონ გუნდს ტურნირის გარდამავალი თასი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა გადასცა. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ფულადი პრიზებითაც დასაჩუქრდნენ.









