გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კამპანიას #შენისიცოცხლეშენსხელშია შეუერთდა.
კამპანიის ფარგლებში მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომელმა ქალებმა, ადმინისტრაციული შენობების წინ შესაბამისი სიმბოლოებითა და ვარდისფერი ბუშტებით, პაციენტთა მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
თარიღი მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და სიმბოლურად მას “ ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ. თარიღი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ემსახურება, მიზანი კი, ძუძუს კიბოს რისკების შესახებ ცნობადობის გაზრდაა.