დღეს საქართველოს მასშტაბით ახალი ყოველწლიური ღვინის ფესტივალი გაიმართა

      საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, საქართველოს მასშტაბით, გაიმართება ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი.
,,ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში. წელს, პირველად, ფესტივალი საქართველოს 25 ქალაქს მოიცავს, ქვემო ქართლის რეგიონში კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.
შემოგვიერთდით და ერთად გავაგრძელოთ ქართული ღვინის 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია” – გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული.
ღვინის დღეები, დღეს, ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოეწყო.
საფესტივალო ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ მრავალფეროვანი ქართული ღვინო, მონაწილეობა მიეღოთ გასართობ ღონისძიებებში, ესიამოვნათ ქართული სამზარეულოთი, მუსიკით, ცეკვითა და სიმღერით.
ფესტივალს სახელმწიფო რწმუნებული მხარის მუნიციპალიტეტის მერებთან და ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.