“ვარდისფერი ოქტომბრის” თვე “არკის” ვარდისფრად განათებით დასრულდა

რუსთავში ,,ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ,,ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში დღეს რუსთავში კოსტავას გამზირზე “არკა” ვარდისფრად განათდა.

შეგახსენებთ „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში
რომლის სლოგანებია – „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, „კიბო განაჩენი არ არის“ და „ადრეული სკრინინგი სიცოცხლის გადარჩენის გარანტია“, აქტივობები ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, ხორციელდებოდა.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით ცნობილი საერთაშორისო კამპანია მსოფლიოში 1997 წლიდან ტარდება და ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების გაზრდას ემსახურება.