ზაჰესში ქალს ტრაილერი დაეჯახა

ზაჰესის დასახლებაში ქალს ტრაილერი დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, მას ფეხის მოტეხილობა აქვს და ამჟამად, კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.