კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
5 ოქტომბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, ლოჭინი, გმარჯვება, დიდი ლილო, მუხროვანი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დაბა კაზრეთი და დარბაზი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









