ლიტერატურული პრემია, ქვემო ქართლში, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით დაწესდა.
ლაურეატის დაჯილდოების ცერემონია დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ბასილ მელიქიშვილის პრემიას ყოველწლიურად, 2 ოქტომბერს, მწერლის დაბადების დღეს, კომპეტენტური ჟიური 35 წლამდე პროზაიკოსს გადასცემს.
პრემია ახალგაზრდა პროზაიკოსს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მკვიდრს, დათია ბადალაშვილს გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიას რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილე კახა კობერიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, პარლამენტის წევრი, გოდერძი ჩანქსელიანი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.









