პარკში დაშავებული ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა

13 წლის ლაზარეს მდგომარეობა გაუმჯობესდა, დაეკონტაქტა მშობლებს და არის სპონტანურ სუნთქვაზე

ექიმის განცხადებით, პაციენტი მშობლებთან უკვე შევიდა კომუნიკაციაში და მისივე თქმით, ის დარჩება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.