რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას და როგორც სხდომაზე მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა მამაიაშვილმა განმარტა, 2022 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი – 66,7 ათასი ლარი, გაზრდილი შემოსავლები – 890,0 ათასი ლარი და გამოვლენილი ეკონომიები – 142,0 ათასი ლარი ხარჯვით ნაწილში, სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა.
მისი თქმით, საერთო ჯამში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილის გეგმა 103 094, 4 ათასი ლარით განისაზღვრა.
ასევე სახდომის ფარგლებში დეპუტატების გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა შ.პ.ს. „გიორგი-გიო“-ს პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დადასტურებაზე.









