რუსთავში ავარიას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე  ავარიას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მცირეწლოვან ბავშვს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.

როგორც ცნობილია ადგილზე მყოფმა პირებმა ბავშვი საკუთარი ავტომობილით გარდაბნის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმის თქმით ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.