რუსთავის კულტურის და დასვენების პარკში ნიჩბოსნობაში რუსთავის ღია პირველობა იმართება

1 და 2 ოქტომბერს, რუსთავის კულტურის და დასვენების პარკში, ნიჩბოსნობაში რუსთავის ღია პირველობა იმართება. ცერემონია ალექსანდრე წივწივაძემ დღეს სანახაობრივი გაცურვით გახსნა. ტურნირში მონაწილეობა 2003-2008 წლებში დაბადებულმა ოთხმოცამდე სპორტსმენი იღებს. ტურნირი ღია პირველობა ნიჩბოსნობაში ხვალ დასრულდება და გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან.