ქარელში 72 წლის ქალის გაუპატიურებისთვის 30 წლის კაცს ეძებენ

ქარელის მუნიციპალიტეტში პოლიცია 72 წლის ქალის გაუპატიურების გამო, 30 წლის კაცს ეძებს. სამძებრო მოქმედებები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მეზობელ ქალს, რომელიც მარტო ცხოვრობს, თავს ღამით დაესხა. გაუპატიურების მცდელობის დროს, მსხვერპლი წინააღმდეგობას უწევდა. მოძალადემ მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

დაზარალებული მედიასთან ჰყვება, რომ თავდამსხმელმა ის მინის ნამსხვრევებზე წააქცია და დაზიანებები სახის არეშიც მიაყენა.

72 წლის ქალს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თანასოფლელები მომხდარის შემდეგ, მოძალადის სასტიკ დასჯას ითხოვენ.
დანაშაულის ადგილზე პოლიცია დაზარალებულმა, მეზობლების დახმარებით, გამთენიისას გამოიძახა.
პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოჰკითხეს დაზარალებული და მისი მეზობლები. მსხვერპლს სხეულის ექსპერტიზა ჩაუტარდა. სავარაუდო დამნაშავის დაკავების მიზნით, სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.